ბრიფინგი მედიაცენტრში

22 ოქტომბერი 2017, 00:00 1673 ნახვა

‘’სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების’’ აღმასრულებელმა დირექტორმა მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. მიხეილ ბენიძის თქმით, ამ დრომდე ინფორმაციის გადამოწმება და შეგროვება მიმდინარეობდა. მისი განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის დათვლის პროცესი, პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. უბნების დარბევისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს კი ადგილი არ ჰქონია.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა საუბნო კომისიებში 77 საჩივარი წარადგინეს, 127 საჩივარი საოლქო კომისიაში დაიწერა. ჩანაწერთა წიგნში კი 70 შენიშვნა გაკეთდა. 

ამავე კატეგორიაში