აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

22 ივნისი 2016, 00:00 2303 ნახვა

ბათუმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ გონიოელებს  ლეიბები წაართვა, ერთი ადამიანი  კი დააკავა. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, სამართალდამცველებმა  აქცია ბათუმის მერიასთანაც დაშალეს.  ადგილზე იმყოფება ბათუმში სახალხო დამცველისა და   არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები,  ასევე უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, მედეა ვასაძე.  მომხდართან დაკავშირებით დღის ბოლოს შესაძლოა სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელოს.

ამავე კატეგორიაში