გრან-პრი ბავშვთა და მოზარდთა მე-9 თეატრალურ ფესტივალზე

04 ნოემბერი 2017, 00:00 2061 ნახვა

ხულოს თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრალური სტუდია „იასამანი” ბავშვთა და მოზარდთა მე-9 თეატრალური ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა. ფესტივალზე „იასამანმა“ რამაზ ბოლქვაძის და ვახო გიგინეიშვილის რეჟისორობით, მანანა არონაშვილის სპექტაკლი „პანტიმო“ წარადგინა.

რომელმაც ფესტივალის კიდევ ერთი ჯილდო - საუკეთესო სპექტაკლის წოდება მიიღო. ფესტივალში ქვეყნის მასშტაბით 15 საშემსრულებლო ჯგუფი მონაწილეობდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში