2017 წელს საქართველოს 7 მლნ 554 ათას 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

05 იანვარი 2018, 00:00 2780 ნახვა

გასულ წელს  საქართველოს 7 მლნ 554 ათას 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.8% პროცენტით მეტია.  ინფორმაციას,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით. იანვარ-დეკემბერში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო ნიდერლანდები, ესპანეთი, საფრანგეთი დაგერმანია. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა იორდანია, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ირანი, ინდოეთსა და  ჩინეთიდან.

ამავე კატეგორიაში