აქციის მონაწილეებმა „პოსტ ტვ“-ის  ჟურნალისტი აიძულეს ტერიტორია დაეტოვებინა

03 მაისი 2024, 00:26 246 ნახვა

თბილისში, გმირთა მოედანზე, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა POSTV-ის ჟურნალისტი აიძულეს ტერიტორია დაეტოვებინა.

აქციის მონაწილეები ჟურნალისტის მისამართით სკანდირებდნენ – „წადი, წადი“.

გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებს გზა რამდენიმე ადგილზე აქვთ გადაკეტილი. ასევე აქციის მონაწილეები რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე არიან განლაგებული და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში