თვითნებობა თუ მერიასთან შეთანხმებული გადაწყვეტილება

06 იანვარი 2018, 00:00 9712 ნახვა

მიკროავტობუსებში გაზრდილ სამგზავრო ღირებულებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბათუმის მერმა, როგორც ლაშა კომახიძემ აღნიშნა, ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება შევიდა თუმცა მათ მერიისგან მიიღეს პასუხი, რომ დაესაბუთებინათ რატომ იზრდებოდა გადასახადი. ამიტომ მოქალაქეებს შეუძლიათ აქამდე არსებული თანხა გადაიხადონ.

ქალაქის ფარგლებში გადაადგილებისთვის დღეს მოქალაქეებმა აქამდე არსებულ ფასთან შედარებით 10 თეთრით მეტი გადაიხადეს. საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ მძღოლებმა ტარიფი თვითნებურად გაზარდეს და საკითხი მერიასთან შეთანხმებული არ იყო. ემზარ ქავჟარაძის თქმით ორშაბათს კომპანიებთან კონსულტაციებს გაივლიან და არ გამორიცხავს, რომ ტარიფი ძველ ღირებულებას დაუბრუნდეს. მძღოლების ნაწილმა დღეს კომენტარი არ გააკეთა ნაწილმა კი დაადასტურა, რომ ფასი თავად გაზარდეს. გაძვირებულ სამგზავრო ღირებულებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ მგზავრები.

ამავე კატეგორიაში