მაია ცეცხლაძე ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატია

16 იანვარი 2018, 00:00 2857 ნახვა

მაია ცეცხლაძე ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი ქართული თეატრის დღეს დაჯილდოვდა. მსახიობს პრემია სპექტაკლ „ედიტ პიაფში“ მთავარი როლის შესრულებისთვის გადაეცა.

"საქართველოს თეატრალური საზოგადოება" თეატრის მოღვაწეებს ყოველ  წელს  აჯილდოვებს სხვადასხვა სახელობითი პრემიით. პრემია მსახიობს ქართული თეატრის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის  ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილი თეატრალური როლისთვის ენიჭება. სახელობითი პრემია მეორედ არ გაიცემა. 

ამავე კატეგორიაში