''ნიღბის მიღმა'' - ოლიკო ჟღენტის წიგნის პრეზენტაცია

17 იანვარი 2018, 00:00 3023 ნახვა

“ნიღბის მიღმა” – ოლიკო ჟღენტის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა თიბისი გალერიაში. წიგნში მსახიობის ოთარ მეღვინეთუხუცესის ცხოვრებასა და შემოქმედებაზეა საუბარი   და ხელოვანის 85 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მსახიობის შესახებ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმიც. წიგნი 4 ნაწილისგან შედგება. მოთხრობილია მსახიობის პირადი მოგონებების შესახებ,  ასახულია თეატრმოცდნეების, კრიტიკოსების, რეჟისორებისა და სხვა ცნობილი ადამიანების სტატიები, რეცენზიები და წერილები.

საღამოზე მისულ  სტუმრებს წიგნი საჩუქრად  გადაეცათ. პრეზენტაციას თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები და ხელოვანები ესწრებოდნენ. ღონისძიებას, თბილისის მერიც დაესწრო. 

ამავე კატეგორიაში