14 ხმით ქობულეთის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა

29 იანვარი 2018, 00:00 1856 ნახვა

14 ხმით ქობულეთის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. ცვლილება ძირითადად  ხელფასებს  შეეხო.  შტატგარეშე თანამშრომელთა  ანაზღაურება 128 ათასი  ლარით გაიზარდა.

მერის განმარტებით, ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონმა გამოიწვია, რომლის საფუძველზეც ანაზღაურების წესი შეიცვალა.  დღესვე საკრებულოს გადაწყვეტილებით, მილიონ 600 ათასი ლარი გამოიყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის. გასული წლის  სექტემბერ-ოქტომბერში უხვი ნალექისგან ზიანი 64 ოჯახს მიადგა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში