14 დაშავებული ვარკეთილის მეტროში

30 იანვარი 2018, 00:00 2597 ნახვა

თბილისში, მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მოქალაქეების ნაწილი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება. რამდენიმეს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა სადგურში, ასეთივე ჭერია გაკეთებული მეტროსადგურ ახმეტელშიც. თბილისის მერი იყო დღეს მკაცრი განცხადებებისას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ყველა ის ადამიანი დაისჯება ვინც საფრთხე შეუქმნა მოქალაქეების სიცოცხლეს.

კომპანია „ყვარელრემმშენმა“ შეასრულა სამუშაოები. მოქალაქეთა და პოლიტიკოსთა ნაწილი კომპანიასთან ერთად პასუხისმგებლობას მაშინდელ მერს დავით ნარმანიას აკისრებს. ნარმანია კი თავის მხრივ აცხადებს, რომ სამუშაოებზე ზედამხედველობა არა მერიის ზედამხედველობის სამსახურს არამედ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ევალებოდა. ეს სამსახური კი გამოძიების დასრულებას ელოდება.

10 წლიანი გარანტია ჰქონდა სამუშაოებს, თუმცა მერიაში ვერ აკონკრეტებენ ვინ შეაკეთებს ჭერს. მეტროსადგურის დასუფთავება უკვე დასრულებულია, მუშაობას სადგური სავარაუდოდ ხვალ დილიდან განაახლებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში