თემა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ბევრ ადამიანს განსაკუთრებით აწუხებს – ეს იპოთეკური სესხებია. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი იპოთეკური სესხი ევროპის მასშტაბით საქართველოშია – ამას აჩვენებს კვლევები და რეიტინგი რომელსაც ევროპის იპოთეკური სესხების ფედერაცია კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ამ რეიტინგებში საქართველო არაა, თუმცა ქვეყნებში, რომლებიც ჩამონათვალში ხვდებიან, სესხის წლიური განაკვეთი 1-დან 5 პროცენტამდე მერყეობს.
იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი დანიაშია, სადაც 2017 წლის ბოლო მონაცემით განაკვეთი 0.94 პროცენტია, ამას მოჰყვება ფინეთი, პორტუგალია, გერმანია და ასე შემდეგ, მაქსიმალური 4.5 პროცენტი აქვს დაწესებული პოლონეთს. ეს მონაცემი ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ამ მხრივ მდგომარეობა საგანგაშოა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებში საშუალოდ საპროცენტო განაკვეთი 12-დან 20 პროცენტამდე მერყეობს.
საპროცენტო განაკვეთსა და იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შესაძლოა პარლამენტში იმსჯელონ.