დედაენის დღე აჭარის მაღალმთიანეთში

14 აპრილი 2018, 00:00 2001 ნახვა

დედაენის დღე აღნიშნეს ქედაშიც, ღონისძიებაში სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები და ფოლკლორული ანსამბლი „ჩანგი" მონაწილეობდა. შესრულდა ხალხური სიმღერები და წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიების მონაწილეებს სამახსოვროდ წიგნები გადასცეს. დედაენის დღეს მიეძღვნა ღონისძიება ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის დრამატულ თეატრში. ქორეოგრაფიულმა სტუდიებმა კონცერტი გამართეს,  ბავშვთა თეატრალურმა დასმა კი დედაენის თემატიკასთან დაკავშირებით სპექტაკლი დადგა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში