დეკანოზი ანდრია ჯღამაძე 17 მაისის მსვლელობის მონაწილეებს აგრესიისგან თავის შეკავებას ურჩევს

15 მაისი 2018, 00:00 1961 ნახვა

მივმართავ ყველას, ვისაც რაიმე აგრესიული განწყობა აქვს, თავი შეიკავოს 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობისგან, – ამის შესახებ საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

დეკანოზის თქმით, ისინი ემიჯნებიან ყველა იმ ჯგუფს თუ ორგანიზაციას, რომელიც თავიანთ შეხედულებებს აგრესიით გამოხატავენ.  საპატრიარქომ 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 17 მაისს უსაფრთხოება დაცული იყოს,” - ამის შესახებ კი თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ამავე კატეგორიაში