აქუცა და ორცვა – ამ სოფლებში ადმინისტრაციულ ცენტრამდე ასფალტის საფარი არ აღწევს

29 მაისი 2018, 00:00 2660 ნახვა

აქუცა და ორცვა – ამ სოფლებში ადმინისტრაციულ ცენტრამდე ასფალტის საფარი არ აღწევს. აჭარის საგზაო დეპარტამენტმა ადგილობრივების მოთხოვნა, როგორც ჩანს ბოლომდე არ შეასრულა და ასფალტი ნაწილობრივ დააგო.  

ქედაში მცხოვრებლები სრულ რეაბილიტაციას წელსაც ითხოვენ.  საუბარია დაახლოებით ერთკილომეტრიან მონაკვეთზე.

დეპარტამენტში ამბობენ, რომ აქუცაში გზის სივიწროვის გამო ტექნიკა ვერ შევიდა, რის გამოც დარჩენილ გზაზე წელს ბეტონს დააგებენ. ორცვაში კი რეაბილიტაცია მომავალისთვისაა დაგეგმილი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში