უცხოეთში სტაჟირების პროგრამა “ევროოდისეა“ შესაძლოა შეჩერდეს

18 ივლისი 2018, 00:00 5914 ნახვა

ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, აჭარის განათლების სამინისტრომ შესაძლოა უარი თქვას პროგრამაზე რომელიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას სტაჟირება გაიარონ ევროპის ქვეყნებში – ამის შესახებ საუბრობს ნინო ბერაძე, რომელიც წლების განმავლობაში უწევს კოორდინირებას პროგრამას. წლებია Eurodyssey​ – ს საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს განთავსება და ანაზღაურებადი სტაჟირება უფინანსდებათ, სამინისტროს მონაწილეობა კი საორგანიზაციო საკითხების, ასევე მგზავრობის საფასურის დაფინანსებაში გამოიხატება.

უწყებაში პროგრამის დახურვაზე მკაფიო განცხადებას არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ რომ ტენდენცია უარყოფითია, ამტკიცებენ რომ მიმართვიანობა არის დაბალი. ბერაძე კი საპირისპიროზე საუბრობს. რატომ დადგა დღის წესრიგში პროგრამის სამინისტროსთან არსებობა-არარსებობის საკითხი?

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში