ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს

15 სექტემბერი 2018, 00:00 21725 ნახვა

ბათუმში ერთი საათის წინ, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 7-ჯერ ესროლეს. სამი ტყვია მას ფეხში მოხვდა, ხოლო ერთმა ტყვიამ  ხელის მტევანი დაუზიანა. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულებს მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი დახვდათ, იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება ლუკა ასათიანზე მცხოვრებლებმა გამოიძაღეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ადგილზევეა დაშავაებულის ავტომანქანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში