შსს: ხულოში ეკლესიებისა და მეჩეთის გაქურდვის ფაქტები გახსნილია

23 სექტემბერი 2018, 00:00 12901 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულოში ეკლესიებისა და მეჩეთის გაქურდვის ფაქტები გახსნა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა.-მ ხულოში მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიებში ფანჯრიდან შეაღწია და შესაწირავის ყუთებში არსებული თანხა მოიპარა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ ხულოს რაიონის სოფელ ბეღლეთში არსებული მეჩეთიდან თანხის და ნოუთბუქის მოპარვის ფაქტიც გახსნა. სამართალდამცველებმა დაკავებულს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

ამავე კატეგორიაში