ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი

26 ოქტომბერი 2018, 00:00 1629 ნახვა

გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო  მუსიკის ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. მასში ქართული და უცხოური ანსამბლები მონაწილეობენ. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გრძელდება, გაიმართება სამეცნიერო კონფერენციაც, რომელშიც ქართველი და უცხოელი  მეცნიერები ჩაერთვებიან.  ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ფოლკლორული ტურის გამართვაც. 27 ოქტომბერს კი მონაწილეებს დააჯილდოებენ.

გიორგი გარაყანაძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა ქედაში. სტუდია „ამერ-იმერის“ მიერ დაიდგა სპექტაკლი „ჭეჭეთობა ღამე“.  გაიმართა ფოლკლორული კონცერტი, რომელშიც ქედის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ჩანგი“ მონაწილეობდა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში