ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს

01 ნოემბერი 2018, 00:00 2495 ნახვა

დაკავებულია სამი პირი, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია უსაფრთხოების წესების დარღვევა, მიმდინარეობს გამოძიება, პარალელურად კი კეთდება შეფასებები - რა მოხდა და ვისი ბრალია ის, რაც მოხდა.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ ეს არის იმ კომპანიის დაუდევრობის შედეგი, რომელიც  სამუშაოებს აწარმოებდა და რომელსაც არ ჰქონდა უშუალოდ აფეთქების ნებართვა.

ამ კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ. ფაქტია, ფატალური შედეგი დადგა და საკუთარ ეზოში 6 წლის ბავშვის დაღუპვამ ბევრი მიმართულებით გააჩინა კითხვები - კოორდინაცია, კომპეტენციები და უსაფრთხოება - ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ არ არიან დაცულები.

მოქალაქეები რა თქმა უნდა, ხელისუფლებისგან ითხოვენ მეტ უსაფრთხოებას და მეტ კონტროლს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში