კარიერის აფეთქებისას 6 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო

03 ნოემბერი 2018, 00:00 1652 ნახვა

კარიერის  აფეთქებისას   6 წლის ბავშვის  დაღუპვის  ფაქტზე დაკავებულების  სასამართლო დღეს გაიმართება.  სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 14 საათზეა ჩანიშნული.  დღევანდელ პროცესზე   დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების   საკითხზე იმსჯელებენ.  მათ  ოფიციალურად ბრალი გუშინ წარუდგინეს.

საგამოძიებო უწყება სამ პირს ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას ედავება. ადვოკატი   ამტკიცებს, რომ ისინი სამუშაოების შემსრულებლები იყვნენ და წარმოება -წარმართვაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ.არ არის გამორიცხული გამოიკვეთოს სხვა პირების ბრალეულობაც. კარიერის მოპოვებისას მომხდარ აფეთქებას,  სამი დღის წინ ქედაში,   6 წლის  ბიჭი  ემსხვერპლა.   მას სახლის ეზოში   ასხლეტილი ქვა მოხვდა.  იგი აფეთქებიდან დაახლოებით 100 მეტრში  იმყოფებოდა.  

ამავე კატეგორიაში