რა უნდა იცოდნენ უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობისთვის

03 ნოემბერი 2018, 00:00 1302 ნახვა

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც  პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში,  კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება სურთ საკონსულო რეგისტრაციის გავლა არჩევნებამდე 21 დღით ადრე შეეძლებათ ამისთვის ისინი უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov. და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საკონსულო აღრიცხვაზე 57 ათასი ადამიანი იმყოფება, თუმცა არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა 5 000-მდე მოქალაქემ მიიღო. საარჩევნო უბნები 39 ქვეყანაში გაიხსნება.

ამავე კატეგორიაში