საპატრიარქო: „გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია“

03 ნოემბერი 2018, 00:00 1798 ნახვა

საპატრიარქო სოციალურ ქსელში ილია მეორეს სახელით გავრცელებულ წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ წერილი კათოლიკოს-პატრიარქს არ ეკუთვნის. წერილში უწმინდესის  ,,ქართული ოცნებისადმი“ მიმართვაზეა საუბარი სადაც ჩამოთვლილია ხელისუფლებისადმი გარკვეული მოთხოვნები და ამასთან, ნათქვამია, რომ არსებობს ვინმე ,,დაფარული მეუფე“ – მოძრაობა ,,ძლევაი საკვირველის“ დამფუძნებელი, რომელმაც საჯაროდ უნდა განაცხადოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია.

საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ იგი. ხშირია შემთხვევები, როცა ამ მიზნის მისაღწევად მანიპულირებენ ამა თუ იმ სასულიერო პირის განცხადებითაც.ვინაიდან ეკლესია ერის გამაერთიანებელი ძალაა, ეს სამწუხარო მოვლენები წარმოადგენს ქვეყნის გახლეჩვის მცდელობას; ამიტომაც ყველა მღვდელმთავარს და მოძღვარს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისაგან.“

ამავე კატეგორიაში