ზურაბ პატარაძე წინასაარჩევნოდ აჭარაში დაბრუნდა - ''რა თქმა უნდა მშობლიურ ქობულეთში მექნება შეხვედრები''

05 ნოემბერი 2018, 00:00 3169 ნახვა

რა ხდება ქართული ოცნების აჭარის საარჩვენო შტაბებში, უფრო კონკეტულად კი წაგებულ ოლქებში. 

საპრეზიდენტო არჩევნები აჭარის ორ ქალაქში "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საგრძნობი ხმებით წააგო. ქობულეთში უფრო მცირე იყო სხვაობა, ბათუმში კი ოპოზიციასთან შედარებით მმართველმა გუნდმა 7000 ნაკლები ხმა მიიღო. 

მეორე ტურის წინ, ქობულეთსა და ბათუმში ცვლილებები დაიწყო. ერთი შეხედვით არაფერი შეცვლილა, ბათუმში შტაბს ისევ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ხოლო ქობულეთს მირიან ქათამაძე უხელმძღვანელებენ.  ოფიციალური სტატუსის მიღმა კი ბათუმის შტაბის მოადგილის პოზიცია გაჩნდა, სადაც დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი დაინიშნა.

მაუწყებლის ინფორმაციით, ჭეიშვილი პარლამენტის წევრის და აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის გუნდის წევრია, მან ფაქტობრივად, ბათუმის შტაბში ზურაბ პატარიძის კადრი ლაშა კომახიძე ჩაანაცვლა.  

აჭარი სუმაღლესი საბჭოს წევრმა განაცხადა, რომ ის იბარებდა არჩევნების მეორე ტურში ბათუმის საარჩევნო შტაბს და ყველა საქმეს "თავად მიხედავდა".  მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ გადაწყვეტილებებს ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად მიიღებდა. 

გუშინ კი, ბათუმში კიდევ ერთი ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე გამოჩნდა . აწ უკვე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი მეორე ტურში საარჩევნო შტაბშიც იმყოფებოდა და არჩევნების მეორე ტურისთვის მოქალაქეებსაც ხვდება.

აჭარის მაუწყებელთან აცხადებს, რომ შვებულებით არის ჩამოსული და ვერც ერთ შტაბის საქმიანობაში ვერ ჩაერთვება, რადგან ამის უფლება კანონით არ აქვს.

ჩაერთო თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში? ამბობს, რომ "ვისაც როგორ უნდა, ისე შეაფასოს".  ირწმუნება, რომ არავის მოწვევით არ ჩამოსულა: "ჩემი გადაწყვეტილებით ჩამოვედი, ეს არის გუნდური თამაში, ეს არის გუნდის ერთიანი ხედვა და მე იქ ვიქნები, სადაც გუნდს დასჭირდება" - აღნიშნა პატარაძემ

სად ჩაატარებს ძირითადად წინასაარჩევნო შეხვედრებს და იქნება თუ არა მისი სამუშაო ველი ქობულეთი, რომელიც ასევე წაგებული ოლქია. 

"მე ყველგან მიმესვლება, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში და ნებისმიერ ოჯახში. თუმცა, როცა საუბარია მშობლიურ ქობულეთზე, რა თქმა უნდა იქ აუცილებლად მექნება შეხვედრები. ვის რანგში? აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ამ კუთხის მკვიდრისა და ამ გუნდის წევრის რანგში" - ამბობს ყოფილი თავმჯდომარე, - "მოგეხსენებათ, წინ არის არჩევნების მეორე ტური, ნამდვილად მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ ჩემთვის სულერთია. მნიშვნელოვანია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს. მე ვრჩები ამ გუნდის წევრი და უნდა მქონდე მეტი კომუნიკაცია ხალხთან" . 

 

 

ამავე კატეგორიაში