ქედაში, მდინარეებთან მცხოვრები ოჯახები ფიქრობენ რომ მათი საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები წელსაც დაიტბორება

15 ნოემბერი 2018, 00:00 1630 ნახვა

ქედაში, მდინარეებთან მცხოვრები ოჯახები ფიქრობენ რომ მათი საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები წელსაც დაიტბორება. ერთ-ერთი ასეთი ოჯახი წონიარისში ცხოვრობს. კვირიტაძეები ამბობენ, რომ გასულ წლებში მოვარდნილმა მდინარემ გაუნადგურა ბოსტნეული კულტურები, წელს კი შესაძლოა საცხოვრებელსაც დაემუქროს საფრთხე, რადგან კედლებია დაბზარული. დახმარებას ითხოვენ აჭარისწყალთან და აკავრეთასთან მცხოვრები მანველიძეებიც.

ცნობისთვის აკავრეთას ადიდებამ შარშან დაბაში დასასვენებელი პარკის დატბორვა გამოიწვია. წელს კი ქედის მერიაში ფიქრობენ რომ ეს აღარ განმეორდება, რადგან იქ ნაპირი ჯებირით გაამაგრეს. ჯერ-ჯერობით არ იგეგმება აჭარისწყლის ნაპირის გამაგრება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში