ქედაში ახალი სოციალური სახლი აშენდება

08 იანვარი 2019, 00:00 2555 ნახვა

ქედაში, სოფელ პირველ მაისში სოციალური  სახლი  აშენდება, სადაც  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბაზაში  რეგისტრირებული, სოფელ აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი  შესახლდება.  

გეოლოგიური დასკვნით, ყველა მათგანი განსახლებას საჭიროებს.  ქედის მერიამ ასაშენებელი სახლის პროექტი უკვე შეიძინა. ადგილობრივ ბიუჯეტში მშენებლობისათვის  მილიონ 500 ათასი ლარია გათვალისწინებული. მშენებლობა წელიწად ნახევარს გაგრძელდება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში