“TV პირველში“ ლევან ჩხაიძის სამძიმრის წიგნი გაიხსნა

22 იანვარი 2019, 00:00 2499 ნახვა

ჟურნალისტის და ტელეწამყვანის, ლევან ჩხაიძის სამძიმრის წიგნი გაიხსნა ტელეკომპანია პირველში. კომპანია კოლეგების და მეგობრების სახელით თანაგრძნობისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.

მეგობრებსა და კოლეგებთან ერთად, სამძიმრის წიგნში ჩანაწერებს ის რესპონდენტებიც აკეთებენ, რომლებიც ლევან ჩხაიძის გადაცემის სტუმრები იყვნენ. შეგახსენებთ, ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში, გუშინ, ბუდაპეშტში გარდაიცვალა. ის ბოლოს ტელეკომპანია “ პირველის” წამყვანი იყო, მანამდე კი, სხადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა.

ამავე კატეგორიაში