ომბუდსმენი მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ფარული ჩანაწერების გავრცელებისგან

02 თებერვალი 2019, 00:00 1259 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დაკავებულების შესახებ, სახალხო დამცველი ეხმაურება.

მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ჩანაწერების გავრცელებისგან და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელების მიზნით. როგორც ომბუდსმენის განცხადებაში წერია მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა აწარმოონ აქტიური პრევენციული კამპანია, რომელიც აუხსნის მოქალაქეებს მათ ვალდებულებებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთ საკომუნიკაციო საშუალებებში ფარულ კადრებს მიიღებენ, რათა თავიდან ავიცილოთ მათ მიერ დანაშაულში უნებლიე თანამონაწილეობა.

ამავე კატეგორიაში