ავლაბრის რეზიდენციის ახალი  ფუნქცია  

03 თებერვალი 2019, 00:00 1149 ნახვა

ავლაბრის რეზიდენციის ახალ დატვირთვაზე მომუშავე ჯგუფი პირველ შეხვედრას 5 თებერვალს გამართავს.  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით კანონმდებლები შენობის ადმინისტრირების საკითხზე იმსჯელებენ.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილავენ სასახლის პროექტის ავტორის, გიგა ბათიაშვილის წინადადებას, რომლის მიხედვითაც რეზიდენციაში შესაძლოა, კულტურის ეროვნული ცენტრი და სამუზეუმო სივრცე განთავსდეს.სამუშაო ჯგუფში 7 დეპუტატია, მათ შორის უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ჯგუფს მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს.

ამავე კატეგორიაში