ქვეყნის მასშტაბით დროშები დაშვებულია - საქართველო საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღნიშნავს

25 თებერვალი 2019, 00:00 1624 ნახვა

25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 98 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, დამოუკიდებელი საქრათველოს საბჭოთა ოკუპაციის აღსანიშნავად,  საქართველოში სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაშვებულია.

ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

25 თებერვალი პარლამენტმა ოკუპაციის დღედ 2010 წლის 21 ივლისს გამოაცხადა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი, ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში