''ქართულ ოცნებას'' პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა ჰყავს - მამუკა ბახტაძე

26 თებერვალი 2019, 00:00 1166 ნახვა

''ქართულ ოცნებას'', ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ჰყავს ძალიან მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხდა.

მამუკა ბახტაძის თქმით პლურალიზმი არის მათი გუნდის მონაპოვარი.

''დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეალები რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, რისთვისაც მივიღეთ საზოგადოების მხარდაჭერა 2012 წელს, ეს დემოკრატიის კონსოლიდაცია აუცილებლად წარმატებით შესრულდება, ვინაიდან სწორედ ეს ფასეულობები გვაერთიანებს. ჩვენ შევცვალეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელი და ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. შესაბამისად, რაც ხდება მე სწორედ განვიხილავ ამ კონტექსტიდან. ეს არის პლურალიზმი, ეს არის ჩვენი მონაპოვარი და დემოკრატიის ძალიან ბუნებრივი პროცესი. მე ამაში არაფერს ტრაგიკულს არ ვხედავ" - განაცხადა პრემიერმა.

ამავე კატეგორიაში