სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ყალბ ფულს ასაღებდნენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებისგან 4 150 ლარის ოდენობის, სხვადასხვა ნომინალის ყალბი კუპიურა ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ყალბი ფულით სავაჭრო ობიექტებში პროდუქციას ყიდულობდნენ. ამ ეტაპზე გამოძიება ორ ფაქტზე მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.