დიღომში აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა

07 აპრილი 2019, 00:00 1310 ნახვა

თბილისში, დიღმის მასივის მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსიდან 21 ოჯახს დროებითი საცხოვრებლით ადგილობრივი გამგეობა უზრუნველყოფს. 21 ოჯახიდან 13 ოჯახი სასტუმრო „444“-ში დაბინავდება. დანარჩენი რვა დღეს ახლობლებთან დარჩება. დიდუბის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის თქმით, გამგეობა მზად არის, ისინიც დააბინაოს.

კორპუსის მე-3 და მე-4 სადარბაზოში ელექტროენერგია და წყალი გათიშულია. მიმდინარეობს შენობის მდგრადობის შესწავლა. აფეთქება დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. მომხდარის შედეგად, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, ჩამონგრეულია კედლები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი