ღია სცენების მოწყობა

21 ივნისი 2017, 20:00 974 ნახვა

ქედაში, მახუნცეთის ტერიტორიაზე ღია ტიპის სცენა მოეწყობა, რომელიც 150 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ტენდერი გამოცხადებულია დაბა ქედაში, რუსთაველის პარკში მდებარე სცენის რეაბილიტაციისთვისაც.  

ღია სცენების მშენებლობისთვის ბიუჯეტში სულ 460 ათასი ლარი დაიხარჯება. მახუნცეთის პარკში სცენის მოწყობა უკვე დაიწყო. მშენებლობები შემოდგომაზე დასრულდება. სცენები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებისთვის. 

ამავე კატეგორიაში