საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა

16 ივლისი 2018, 20:00 2313 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა

    საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა. 

  გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენას თავისი ლოგიკა გააჩნია. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რიჟვაძის კანდიდატურა დასახელებულია იმ პარტიის მიერ, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობას ფლობს. ამასთან, პრეზიდენტი თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვასაც შეეხო და აღნიშნა, რომ როდესაც ის აჭარაში იმყოფებოდა, მას თავდაპირველად მხოლოდ ერთი კანდიდატი შესთავაზეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი