''თბილისი პრაიდი'' მოუწოდებს შსს ლევან ვასაძის მუქარაზე გამოძება დაიწყოს - "ქამრები და კომბლები შეიძლება ადამიანის დასაზიანებლად გამოიყენონ"

17 ივნისი 2019, 00:22 1966 ნახვა

"თბილისი პრაიდი" ლევან ვასაძის გამოსვლას ეხმიანება, სადაც ბიზნესმენმა აქცია გამართა და "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ "სახალხო რაზმების" შექმნა და კვირის განმავლობაში "პატრულირება" დაანონსა. 

ასევე, ბიზნესმენმა თქვა, რომ არ იძალადებენ, თუმცა პრაიდის წევრებს და მის მხარდამჭერებს სპეციალური ქამრებით დააკავებენ. 

"თბილისი პრაიდი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ლევან ვასაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა) ნიშნებს.

სახეზეა დანაშაულის ყველა ელემენტი: ჯგუფი იქმნება იმისთვის რომ, პირის თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდოს ("ქამრებით შევუკრავთ ხელებს და გავიყვანთ ტერიტორიიდან") - განხორციელდეს მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ მუხლი 144), ქამრები და კომბლები შეიძლება ადამიანის დასაზიანებლად გამოიყენონ" - წერია "თბილისი პრაიდის" ოფიციალურ ფბ გვერდზე. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი