ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

27 ივლისი 2019, 11:37 1487 ნახვა

თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოზიცია არ შეუცვლია და ბრალს არ აღიარებს. ირაკლი ოქრუაშვილი 2 დღის წინ, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში.

ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ეყრდნობა ბრალდება, ეს არის როგორც ყოველთვის პოლიციელთა, სპეცრაზმელთა ჩვენებები საქმეში სხვა მტკიცებულებები არ არის. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში