„პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს“-მესტიის მერია

27 ივლისი 2019, 15:17 1566 ნახვა

სვანეთში, ლეხზირის ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგები, გეოლოგები და გლაციოლოგები ვერტმფრენით  გაეცნენ. სპეციალისტების თქმით, პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს. ამ დროისთვის ხეობაში რჩება გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, რომელებიც დეტალურად შეისწავლიან ხეობაში არსებულ მდგომარეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი , საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც სს “სვანეთი ჰიდროს” წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობიან ლეხზირის ხეობაში 25 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგებს.

სტიქიის ზონაში დილიდან გაწმენდით სამუშაოებს ატარებს სპეციალური ტექნიკა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში