WIZZ AIR მგზავრებს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებს

30 ივლისი 2019, 11:22 1669 ნახვა

WIZZ AIR-ი მგზავრებს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებს. „აირჩიე ბათუმი, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება შენი შემდეგი მოგზაურობისთვის„ - ამ მოწოდებას WIZZ AIR-ის 2.5 მილიონზე მეტი მგზავრი ერთი თვის განმავლობაში მიიღებს.  

ბათუმში დასვენების მოწოდებით დაბრენდილ ჩასხდომის ბარათებს ავიაკომპანიის მგზავრები ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებებზე გაეცნობიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით,   ბათუმის პოპულარიზაცია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მეშვეობით 23 აგვისტომდე გაგრძელდება და ამისთვის 51 ათას ევროა გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში