რატომ პასიურობს მთავრობა? - ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთბრალდებები

19 აგვისტო 2019, 18:17 1846 ნახვა

გუგუტიანთკარში საქართველოს მთავრობის მეთაურის და პრეზიდენტის არ ჩასვლას ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს. აცხადებენ,რომ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.მათი თქმით სწორედ სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ის პირი, ვინც საერთაშორისო თანამეგობრობას დროულად ჩააყენებს საქმის კურსში. ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლებაში პასუხობენ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ოპოზიციის ნაწილი იქცევა სამარცხვინოდ,მისი თქმით სწორედ ოპოზიციის აღნიშნული ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ხოლო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის განცხადებით ოპოზიციის წევრების კრიტიკა მიუღებელია და ამბობს, რომ ყველა უწყება მუშაობს საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად იგი  ოპონენტებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რათა რუსულ პროვოკაციას ერთად გაუმკლავდნენ.

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში