„ოცნების“ პრემიერ-მინისტრები

01 სექტემბერი 2019, 15:08 2104 ნახვა

ქვეყანა მთავარი საკადრო  ცვლილებების  მოლოდინშია, მედიის ინფორმაციით ხვალ „ქართული ოცნების“ რიგით მე-4  პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე,  თანამდებობას დატოვებს. მას პოსტი დაახლოებით ერთი წლის განმვლობაში ეკავა. 37 წლის პრემიერი სავარაუდოდ  მუშაობას ბიზნეს სექტორში გააგრძელებს.  2012 წლიდან დღემდე  ყველაზე ხანგრძლივად ამ პოსტზე  გიორგი კვირიკაშვილი იყო .

ქართული ოცნების პოლიტ საბჭომ  კვირიკაშვილის გადაგომის მიზეზად საქართველოში არსებული სიღარიბე და გაეროს  კვლევა დაასახელა.თვით  კვირიკაშვილმა გადადგომა ქართულ ოცნებასთან ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. კვირიკაშვილამდე  იყო  ირაკლი ღარიბაშვილი ,  მაშინ 33 წლის ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადეს და გადაგომის ოფიციალურ მიზეზი არ დაასახელეს. არაოფიციალურად  კი მედიამ  ღარიბაშვილის გადადგომა  ე.წ კახური კლანს დაუკავშირა . „ქართული ოცნების“ პირველი პრემიერ-მინისტრი   ბიძინა ივანიშვილი იყო.

პოსტი მას ყველაზე მცირე ხნით ეკავა.“მე მივდივარ პოლიტიკიდან, და დავრჩები აქტიურ მოქალაქედ” – ასე დაემშვიდობა 1 წლის შემდეგ საზოგადოებას ქართველი მილიარდერი და განაცხადა რომ , მხარს დაუჭერდა ყველა ხელისუფლებას, რომელიც ხალხის სამსახურში იქნება.  პოლიტიკაში მოსვლის შესახებ მან ვრცელი წერილი, 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიციამ  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში