რუსთავი 2-ის წილებზე დაწყებული ახალი დავა აქტიურ ფაზაში გადადის - არხის 60 პროცენტი დაყადაღებულია, აქიმიძე-დვალის სარჩელი კი წარმოებაში მიღებული. ადვოკატი ამბობს, რომ ყველა კითხვაზე პასუხი სტრასბურგის გადაწყვეტილებასა და იმავე არგუმენტებშია, რითაც თავის დროზე ქიბარ ხალვაშმა იდავა.
ხალვაში ახლა ერთ-ერთი მთავარი მოპასუხეა. იგი ახალ დავას ამ დრომდე არ გამოხმაურებია. რუსთავი 2-ის დირექტორი პაატა სალია კი, რომელიც საერთოდ არ ელოდა საქმის წარმოებაში მიღებას, ამბობს, რომ ყადაღა არხის მუშაობას ხელს არ შეუშლის.
ძველი მფლობელების ახალი დავა რუსთავი 2- ზე და მორიგ ტესტად შეფასებული საქმე ქართული სასამართლოსთვის