ტელეკომპანია „იმედის“ საპასუხოდ „ნეტგაზეთი“ წერილს აქვეყნებს

17 დეკემბერი 2019, 20:40 1599 ნახვა

ღია თავდასხმა „ნეტგაზეთზე“ და  მიუკერძოებელი მედიის დისკრედიტაციის მცდელობა - ტელეკომპანია „იმედის“ საპასუხოდ „ნეტგაზეთი“ წერილს აქვეყნებს. საქმე იმაშია, რომ ტელეკომპანიის ეთერით ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“ ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში  დაადანაშაულეს. ამის საბაბი „ევროპაში დასაქმების“ ბიძინა ივანიშვილისეული დაპირების კრიტიკული მიმოხილვა გახდა. 

„იმედზე“ გასული გადაცემით დაწყებული პროცესი კი მოგვიანებით ფეისბუკზე გაგრძელდა და კამპანიური სახე მიიღო.   ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ბიზნეს ქრონიკის“ ავტორი და წამყვანი დღესაც იგივე აზრზეა, რაც მონოლოგში თქვა.  ირაკლი წულაია ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს გამომცემლობის სტატიაში არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა.  ცნობისთვის „ნეტგაზეთმა“ დღესვე „იმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მიმართა, სადაც მათ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში