''ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა

02 მაისი 2020, 15:17 1926 ნახვა

„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადაადგილების შესახებ დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს და სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით მყისიერად უნდა მოხსნას კომენდანტის საათი,  აღდგეს ქალაქებს შორის გადაადგილება. გაუქმდეს, სოფლის მეურნეობის ექსკლუზივი, რომელიც მიეცა ფირმებს და ფირმებს შორის კონკურენცია იყოს. სასწრაფოდ გაიხსნას საჰაერო სივრცე, ოღონდ, იქვე შეიძლება დაწესდეს ტესტირების და კარანტინის აუცილებლობა შემომსვლელი ადამიანებისთვის.

ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ბრიფინგზე  გიგა ბოკერიამ ასევე თქვა, რომ   კერძო ავტომობილებით ოჯახის წევრების გადაადგილებასთან დაკავშირებით აბსურდული შეზღუდვებია.ევროპული საქართველოს კიდევ ერთი წევრმა  ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა განცხადება თქვა, რომ  -როცა ეკონომიკის გახსნა ვლაპარაკობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი კლავს, მაგრამ კლავს სიღარიბეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში