პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 11 მაისს დაიწყო. პროცესი პირველი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება დღეიდან 5 ივლისის ჩათვლით.
ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში; მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის განცხადების საფუძველზე.
მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.