ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტის განხილვა განახლდა

14 ივნისი 2020, 12:01 1503 ნახვა

პანდემიის გამო შეჩერებული მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის განხილვა ქედაში, 15 ივნისიდან განახლდება. როგორც ქედის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი განმარტავს, საიფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან რეკომენდაციების დაცვით განხორციელდება.

პროექტი დაბა ქედასა და დოლოგანში წელს საპილოტედ ხორციელდება, რომელიც ბიუჯეტის შედგენის პროცესში მოსახლეობის  ჩართულობას, პროექტების წარდგენითა და ხმის მიცემის პროცედურებს გულისხმობს. განხილვების დროს გამოვლინდება მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები, რომელთა განხორციელება მომავალ წელს მოხდება. პროექტის ბიუჯეტი 300 ათასი ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში