საპროტესტო აქცია იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც შვილმკვდარი მშობლები, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილი შეურთდა. ისინი საკუთარი შვილების საქმეების გამოძიებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ასევე სოლიდარობას უცხადებენ და უსამძიმრებენ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს. აქცია "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.