რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლებულია. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით წალენჯიხის სოფელ ლიის მცხოვრებლები (ბუთხუზ კვირკვია, მიხეილ და მათე ლამანძიები) 6 ივნისს დააკავეს.
ისინი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ჯართს აგროვებდნენ. გათავისუფლებულებს საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ.