თელავში, საკარანტინო სივრცეში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

26 სექტემბერი 2020, 15:47 501 ნახვა

თელავში მდებარე საკარანტინო სივრცეში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ის საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა და სავალდებულო კარანტინს გადიოდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თელავში, საკარანტინო სივრცეში კაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი.

გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით,  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში