"ოქროს ნიჟარა" და კიდევ სამი მთავარი ჯილდო სან-სებასტიანის კინოფესტივალზე

27 სექტემბერი 2020, 18:10 2005 ნახვა

ქართული კინოს ტრიუმფი სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფესტივალის მთავარი ჯილდო - "ოქროს ნიჟარა" დეა კულუმბეგაშვილის ფილმს "დასაწყისი" გადაეცა.

ფილმმა კიდევ სამი მთავარი ჯილდო მიიღო.  დეა კულუმბეგაშვილმა საუკეთესო რეჟისორის, ია სუხიტაშვილმა კი  საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული მიიღო.  დეა კულუმბეგაშვილს და რატი ონელს, ასევე,  გადაეცათ ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო სცენარისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში