სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე

29 სექტემბერი 2020, 10:01 642 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე  11 დაკავებულის წინასასამართლო სხდომა დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განახლდება. ადვოკატთა ნაწილი კონკრეტული შუამდგომლობებით წარდგენას აპირებს - მათ შორის არის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის მოთხოვნა.

დაკავებულებს, რომელთაც წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული - ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი